Home დღის ამბები უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თელავის მუნიციპალიტეტში

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თელავის მუნიციპალიტეტში

გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში- ფშაველში, ართანაში, ლალისყურში, სანიორესა და ჯუღაანში.

არსებული ინფორმაციით- ადიდებულია მდინარეები და სოფლის ხევები.

სანიაღვრე არხების კალაპოტიდან გადმოსული წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზეც შევიდა.

კრიტიკულ ადგილებში, არხებისა და მდინარეების კალაპოტების გასაწმენდად მობილიზებულია მძიმე ტექნიკა,
მოსახლეობის დასახმარებლად წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში კი ჩართულია სამაშველო სამსახური.