ისოტორიის სახელმძღვანელოებში ხშირად იწერება ეგვიპტური, შუმერული თუ ბერძნული ცივილიზაციების შესახებ. დღეს ერთ ნაკლებად ცნობილ, თუმცა საკმაოდ გავითარებულ ცივილიზაციაზე გიამბობთ, რომლის შესახებაც ნაკლებად საუბრობენ.
1885 წელს მოყვარულმა არქეოლოგებმა, აზიაში, იმ დროს უკვე ცნობილი ცივილიზაციებისგან, განსხვავებული ცივილიზაციის კვალს მიაგნეს. ხოლო, ოფიციალური მეცნიერება, ამ აღმოჩენით მხოლოდ 20 წლის შემდეგ დაინტერესდა.
1904 წელს გათხრები ამერიკელმა არქეოლოგებმა დაიწყეს. შემდეგ, მათ გერმანელებიც შეუერთდნენ და ბოლოს რუსები. ასე თხრიდნენ, თხრიდნენ და არაფერს ამბობდნენ.
მხოლოდ ამ ბოლო წლებში დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თანამედროვე თურქმენეთის, უზბეკეთის და ავღანეთის საზღვარზე, 600 X 100 კმ ფართობზე, სრულიად ახალი ცივილიზაცია აღმოაჩინეს, რომლის დასახლებებს აგურის მყარი საფუძველი და დიდი თაღები ჰქონდა. ხოლო, მოსახლეობა მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას მისდევდა. განვითარებული იყო ხელოსნობის სხვადასხვა დარგი.
გათხრების შედეგად, აღმოჩენილი იყო არაერთი არტეფაქტი და მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა, ამ ცივილიზაციაში, დამწერლობის არსებობაზეც მიუთითებდეს.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი, ძვ. წ. აღრ. VII ათასწლეულით არის დათარიღებული. თუმცა, ოფიციალურ წყაროებში, უფრო გვიანდელი კულტურული ფენების მიხედვით, თარიღი ბევრად უფრო აქეთ არის გადმოწეული და მხოლოდ, ძვ. წ. აღრ. III ათასწლეულით არის დათარიღებული. რეალურად კი, აღნიშნული ცივილიზაცია, რომელსაც მეცნიერებმა ბაქტრია-მარგიანეს სახელი დაარქვეს, უფრო ძველია, ვიდრე შუმერული და ეგვიპტის ცივილიზაციები.
რა არის ბაქტრია-მარგიანეს ცივილიზაცია?
სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, ბაქტრია-მარგიანეს არქეოლოგიური კომპლექსი (ოქსის ცივილიზაცია)ცენტრალური აზიის ბრინჯაოს ხანის ცივილიზაციის თანამედროვე არქეოლოგიური აღნიშვნა, რომელიც დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 2300-1700 წლებით.
ბაქტრია-მარგიანეს არქეოლოგიური კომპლექსი ლოკალიზდება ჩრდილოეთ ავღანეთის, აღმოსავლეთ თურქმენეთის, სამხრეთ უზბეკეთისა და დასავლეთ ტაჯიკეთის ტერიტორიებზე, ხოლო ცენტრირებულია ამუდარიის ზემო წელზე. ეს ადგილი აღმოაჩინა და სახელი უწოდა საბჭოთა არქეოლოგმა ვიქტორ სარიანიდიმ (1976). ბაქტრია არის ბაქტრის არეალის ბერძნული სახელწოდება (თანამედროვე ბალხი), ის, რაც დღეს ჩრდილოეთ ავღანეთს წარმოადგენს და მარგიანე მარგუს სპარსული სატრაპიის ბერძნული სახელწოდება, რომლის დედაქალაქი იყო მერვი, ესე იგი თანამედროვე თურქმენეთის სამხრეთ-აღმოსავლური ტერიტორია.
ვიქტორ სარიანიდის 1970-აიანი წლების ბოლოდან დაწყებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა შემდგომში მრავალ ადგილას გამოააშკარავა მრავალრიცხოვანი მონუმენტური სტრუქტურები, რომლებიც გამაგრებული იყო შთამბეჭდავი კედლებითა და ჭიშკრებით. ბაქტრია-მარგიანეს არქეოლოგიური კომპლექსის საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშები მეტწილად შეზღუდული იყო საბჭოთა ჟურნალისტების მიერ საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წლებამდე, რის გამოც, კვლევის შედეგები დასავლეთში მნიშვნელოვნად უცნობი იყო, მანამ სანამ სარიანიდის შრომის თარგმნა დაიწყებოდა 1990-იან წლებში.