აფსოლიტურად ჩვეულებრივ რეჟიმში ვხვდებოდი ადამიანებს რომლებიც ამბობენ რომ ახმეტის პოლიცია მიზანმიმარათულად ავიწროვებს მათ. უაზროდ უწერს ჯარიმებს , აშინებს ნარკოტიკის ჩადებით და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ ისინი ქისტები არიან. და არ არიან ქრისტიანები. მოსახლეობის ეს გულისწყრომა არ არის პირველი. პირიქით მინდა გითხრათ რომ მხოლოდ 2014 წელს მეშვიდე შეხვედრაა უკვე ამ თემაზე რასაც ადგილობრივები აპროტესტებენ, და ხელისუფლება არ უსმენს მისი ქვეყნის მოქალაქეებს, შესაბამისად თუ ვინმეს არ აწყობს ჩემი როგორც უფლებადამცველის ჩამოსვლა მოსახლეობის მიერ დაგეგმილ აქციებზე ეს ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ამიტომ მიჩნდება ეჭვიც რომ ჩემზე თავდასხმაც სწორედ პარტია ქართული ოცენების ხელისუფლების წარმოამდგენლების დაკვეთით მოხდა.“
შეგახსენებთ რომ ზვიად აჭიშვილი უცნობმა პირებმა რამდენიმე დღის წინ სცემეს და სასტიკად გაუსწორდნენ .