7 ივლისს სოფელ ვეჯინში და 8 ივლისს გურჯაანში 10:00 საათიდან ორგანიზაცია „საქართველოს წითელი ჯვარი“, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს.
ჩატარდება შემდეგი სახის გამოკვლევები:
✅ მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევა;
✅ ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა:
✅ კარდიოლოგიური გამოკვლევა;
✅ სისხლში შაქრის შემცველობის დადგენა;
უფასო სამედიცინო გამოკვლევები სოფელ გურჯაანის ამბულატორიაში და ვეჯინის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდება. ექიმები პაციენტებს 18:00 საათამდე მიიღებენ.