Home ანონსები უფასო სამედიცინო აქცია სოფელ რუისპირში

უფასო სამედიცინო აქცია სოფელ რუისპირში

7 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის ამბულატორიაში “დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი”-ს ექიმები უფასოდ ჩაატარებენ C ჰეპატიტის კვლევას. მოსახლეობას ასევე საშუალება ექნება ისარგებლოს კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის და ანგიოლოგის უფასო მომსახურებით.

C ჰეპატიტი — ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადებაა. იგი ღვიძლის ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი) განვითარების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. ვირუსი ძირითადად გადაეცემა პარენტარული გზით, ანუ სისხლითა და სისხლის პროდუქტებით.