23 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ( თამჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე) და სიღნაღის მერიის ორგანიზებით, სოფელ ბოდბეში, საჯარო სკოლის შენობაში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. თბილისის წამყვანი კლინიკიდან მოწვეულნი იყვნენ ექიმი-კარდიოლოგი, თერაპევტი, პედიატრი, ოტალმოლოგი, ოტორალინგოლოგი, გინეკოლოგი, ნევროლოგი, ექიმი-რადიოლოგი, ლაბორანტი და ექთანი.
მოსახლეობის გასინჯვისა და და გამოკვლევების პერიოდში მამაკაცებს პროსტატის ანალიზი, ქალებს კი- PAP ტესტი გაუკეთდათ. ექიმ-ლაბორანტმა პაციენტებს სისხლის გამოკვლევები ჩაუტარა და ფართო სპექტრის მედიკამენტები გადასცა.