უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს სწავლის აუდიტორიებში განახლდება 15 მარტიდან შეუძიათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე 24 თებერვალს, შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპის დაანონსების დროს განაცხადა.
ამასთან, 15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები.
„უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული-ლაბორატორიის საქმიანობის აღდგენა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება შეუძლიათ 1-ელი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას 15 მარტიდან“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.