მილა კუზნეცოვა – 32 წლის უკრაინელი ბლოგერია, რომელიც ყველაზე დიდი მკერდის კონკურსის ვიცე-ჩემპიონია, სამოდელო კარიერას ასრულებს და სპორტში მიდის.
გასულ ზაფხულს მან მოკრივის კარიერის დაწყება მოისურვა, თუმცა ახლა დაადასტურა, რომ მისი სამომავლო მიზანი MMA-ში დებიუტია.
მილა ცნობილი 2015 წელს გახდა, როცა გინესის რეკორდის დამყარებას მკერდის წყალობით ცდილობდა. თუმცა მაშინ მეორე ადგილს დასჯერდა. სამაგიეროდ, მთელ უკრაინაში პოპულარული გახდა, ხოლო მისი “ინსტაგრამი” გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. იმ გადაცემებში, სადაც კუზნეცოვას ეპატიჟებოდნენ, მაღალ რეიტინგებს დებდა.
ერთი წლის წინ მილა მონაწილეობას იღებდა Miss Universe Plus
Size-ზე, კონკურსის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ პროფესიონალურ კრივში უნდოდა გადასვლა. მოდელი აპირებდა ვარჯიშის დაწყებას და უკრაინის ეროვნული ლიგის ლიცენზიის მიღებას.
თუმცა რამდენიმე დღის წინ კუზნეცოვამ გეგმები შეცვალა და ახლა უკვე შერეული ორთაბრძოლების მებრძოლობა სურს. მეტიც, პირველი ბრძოლა უკვე დაგეგმილია და ის ტაილანდში გაიმართება.
“როგორც კი საერთაშორისო მიმოფრენა აღდგება, ტაილანდში მივფრინავ და სადებიუტო მატჩისთვის მზადებას ვიწყებ. მავარჯიშებს ასკარ მაჟაროვი, რომელსაც საბრძოლო სტილის გამო უკრაინელ კონორ მაკგრეგორს ეძახიან”, – თქვა მილამ.
სხვათა შორის, სწორედ ასკარმა გადააფიქრებინა კრივი.
“ავუხსენი, რომ უმჯობესი იყო MMA აერჩია. უფრო მალე აითვისებდა მახრჩობელა ილეთებს, კრივის ათვისება კი შედარებით რთულია და მეტ დროს მოითხოვს”, – განაცხადა ასკარმა.
მოდელის მენეჯერის, მაქსიმ მერენსის თქმით, სადებიუტო ბრძოლაზე კონორ მაკგრეგორს დაპატიჟებენ:
“ახლა მის მოწინააღმდეგეს ვეძებთ. ვცდილობთ, გაბარიტებში ერთმანეთს შეესაბამებოდნენ. ბრძოლაზე კონორ მაკგრეგორის დაპატიჟებას ვაპირებთ.”