- ფოტოზე: მამუკა ბერია
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ვანო ნადირაძე ავრცელებს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ფრონტის პირველ ხაზზე იბრძვის.
- გარდაცვლილები არიან დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია.
არსებული ინფორმაციით, მამუკა ბერია “ქართული ლეგიონიდან” იყო ახალი გადასული დაზვერვის სამმართველოში, ხოლო დავით დვალიშვილი უკრაინაში ახალი წასული იყო. ცნობილია ისიც, რომ ქართველი მებრძოლები ზაპოროჟიეში დაიღუპნენ.
“კი მამუკასთან ვმეგობრობდი, აფხაზეთიდან იყო, ახალდაბიდან… აფხაზეთის ომის ვეტერანიც იყო, კარგი მეომარი და კარგი ადამიანი. მე კიევში გავიცანი, ზაპოროჟიეში იბრძოდა. ბრძოლის დროს “ასკოლკამ” ( ლითონის ნაერთი, რომელიც გამოიყოფა იარაღის სროლის ან მსგავსი ძალისმიერი პროცესების შედეგად) იმსხვერპლა – ვერ უკავშირდები ბიჭებს, რომ გავიგო დამატებით რამე ჯერჯერობით” – გვიყვება გარდაცვლილი მამუკა ბერიას მეგობარი.
არაოფიციალური ცნობებით, რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.