უბედურ შემთხვევას ახმეტაში 35 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ კაცს ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან ძირს ჩავარდა. შემთხვევა სამაშველო სამსახურის ეზოში მოხდა.
ახალგაზრდა მამაკაცი, ეზოში დამონტაჟებული სატელეფონო ანძების გასასწორებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იყო ასული.
გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი კომპანია „მაგთიკომის“ თანამშრომელი იყო.