უბედური შემთხვევა მოხდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში. BMW – მარკის ავტომობილი 12 წლის მოზარდს დაეჯახა, რომელიც სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.