ამბობენ რომ ნამდვილად ღირებულ ადგილებს რუკაზე ვერ იპოვნი და ამიტომ ორი გზიდან ის უნდა აირჩიო, რომელიც ნაკლებად გაკვალულია. ყველა, ვინც დახეტიალობს გზააბნეული სულაც არ არის და რაც მეტს იმოგზაურებ, მიხვდები, რომ შიში უცნობ ადამიანებს აახლოვებს…
გონება კი , რომელიც ახალი აღმოჩენებითაა სავსე, ვეღარასდროს გახდება ისეთი,როგორიც იყო… ცხოვრება კი შენი კომფორტის ზონის გადალახვისას იწყება… სამყაროს სხვისთვის ვერ აღმოაჩენ, ეს საკუთარი თავისთვის უნდა გააკეთო… წამოიღე მოგონებები და დატოვე ნაკვალევი …
ისტორიაში გვასწავლიდნენ, რომ არსებობდნენ მოგზაურები რომელიც საუკუნეების წინ, ფეხით, გემით, ვირით თუ აქლემით დადიოდნენ. სხვა და სხვა ქვეყნებს ათვალიერებდნენ…
მერე მათზე წერდნენ და მათი წყალობით გვაქვს დღემდე შემორჩენილი, ამბები მრავალი საუკუნის წინ არსებულზე, ნანახზე, გაგონილზე თუ დაგემოვნებულზე…
ასე მგონია, რომ მაშინდელ მოგზაურებს დღეს ტურისტებს ვეძახით… იმ დროს ალბათ მ ცოტა იყო რომელებსაც ხეტიალი უყვარდათ… დღეს კი ასეთი ბევრია …
ყოველი ჩვენგანი მაშინდელ მოგზაურსა ჰგავს, რომელიც საკუთარ მოგზაურობაზე არა ფურცელზე წერს და ხატავს, არამედ ასე სოციაური მედიით ვთხრობთ ნანახსა და გაგონილს…
ეპოქები განსხვევდებიან და შეგრძნებები იგივეა…
კარგია რომ დღეს მსოფლიოში იმდენი მოგზაურია თითქმის რამდენი ადამინიცაა. ცუდი ის იყო რომ მაშინ მოგზაური ცოტა იყო და ადამიანი კი ბევრი…
მაშ ასე ტურიზმი, კახეთი… რა ვაჩვენოთ როგორ მოვაწონოთ თავი უცხოს, რით მოვიზიდოთ სხვა ქვეყნის მოგზაური და რა შთაბეჭდილებები გავატანოთ მას შინ მიმავალს…
ასე რომ დღევანდელი საიდუმლო ფორმულის ამოხსნაც, ცოტა შორიდან, სტატისტიკით და ისტორიული რაკურსით დავიწყოთ…
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ტურისტებს შემდეგნაირად განმარტავს: „ხალხი, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ თანამიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით.“
ტურიზმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მრავალი ქვეყნისთვის, მაგალითად ისეთებისთვის, როგორებიცაა საფრანგეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, ლიბანი, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ესპანეთი, იტალია, ტაილანდი, საქართველო და მრავალი კუნძულოვანი ერი, ისეთები, როგორებიცაა ბაჰამები, ფიჯი, მალდივები, ფილიპინები, სეიშელის კუნძულები ჰავაი. ეს უპირველესად განპირობებულია ფართო ინვესტიციებით სხვადასხვა საქმიანობაში, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, რის შედეგადაც, მომსახურების ინდუსტრიაში დასაქმების შესაძლებლობა დიდწილად კავშირშია ტურიზმთან
დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. შემდგომში მოგზაურობის ფორმები და გეოგრაფია ფართოვდება. უფრო მრავალფეროვანი ხდება ამ მოგზაურობის მიზნებიც: სანახაობრივი, სასწავლო, რელიგიური და სხვა. შენდება მოგზაურთა დროებით გასაჩერებელი სახლები, სასტუმროები, ქარვასლები, სტუმრის სახლები, ელიტარული ფენების წარმომადგენელთათვის საზაფხულო აგარაკები, რეზიდენციები.
მოსახლეობის იმ შეძლებული ფენების წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობისათვის მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, XVII საუკუნის მიწურულიდან ტურისტებს უწოდებდნენ. სამრეწველო რევოლუციის შემდეგ, XVIII-XIX საუკუნებში გამოგონებულ იქნა ორთქლმავალი და მატარებელი, რამაც არსებითი ზეგავლენა იქონია მოგზაურობის გააქტიურებაზე. პოპულარული ხდება მოდების მოყვარულთა გამგზავრება პარიზში, მუსიკის მოყვარულთა – იტალიაში, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლად გამგზავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო. სწორედ ამ პერიოდში, 1841 წელს ინგლისელმა სასულიერო პირმა თომას კუკმა პირველად გაუწია ჯგუფის გამგზავრებას კომერციული მომსახურება. ორგანიზებული ჯგუფური ტური, რომელშიც შედიოდა 20 წუთიანი მგზავრობა რკინიგზით, ჩაის, ფუნთუშების და სასულე ორკესტრის თანხლებით. გზაში ექსკურსიამძღოლის ფუნქცია თავად კუკმავე იკისრა. ამ მოგზაურობაში მონაწილეობა მიიღო 450-მა ადაიანმა და თითოეულისთვის 1 შილინგად ფასობდა. კუკის ეს ქმედება ემსახურებოდა უფრო სოციალურ მიზნებს, ვიდრე კომერციულს. ის მიისწრაფოდა ამ ქმედებით ეჩვენებინა, რომ შეიძლება თავისუფალი დროის მიზანშეწონილად გამოყენება. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი ორგანიზებული, კომერციული ტურიზმის პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში დღესაც არსებობს ეს ტურისტული ფირმა სახელწოდებით თჰომას ჩოოკ ანდ შონ.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება მასობრივი საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხანა. 1950 წელს, საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 25 მილიონს აღწევს, 1970 წელს — 170 მილიონს, 1990 წელს — 400 მილიონს. ამჟამად თითიქმის ყველა ადამიანი მეტნაკლებად ჩაბმულია ტურისტულ საქმიანობაში. XX საუკუნის ბოლოს მთელ მსოფლიოში 4,5 მილიარდი ტურისტი მოგზაურობდა, მათ შორის 10% საერთაშორისო ტურისტები იყვნენ და ყოველწლიურად ხარჯავდნენ 100-150 მილიარდ აშშ დოლარს
საქართველომ 2018 წელს რეკორდი დაამყარა – 2018 წელს ქვეყანამ 8,6 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი მიიღო, რაც 9,8%–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა კორეადან (+112%), ჩინეთიდან (+75%), ბელარუსიდან (+43%), ისრაელიდან (+36%), ყაზახეთიდან (+25%) და აშშ–დან. (+25%).
წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით, უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი შეადგენს სამ მილიარდ დოლარს (ზრდა +19.3%), რაც 485 მილიონით მეტია იყო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2018 წელს საქართველო მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციების და გამოცემების საუკეთესო რეიტინგებში უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ სახელმწიფოდ დასახელდა.
საერთაშორისო კვლევითი პორტალ Numbeo–ს მონაცემებით, 2018 წელს საქართველომ 125 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილი დაიკავა.
შეიქმნა ახალი ვიდეო – Emotion Are Georgia. საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის რეკლამირების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი წლის მანძილზე წამატებით იყენებს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან და პოპულარულ პლატფორმებს და ტელეკომპანიებს: Facebook, Tripadvisor, National Geographic, Expedia და Lonely Planet. Euronews, CNN და BBC.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 150 ზე მეტი პრეს–ტური და 20 ზე მეტი გაცნობითი ტური ჩაატარა. საქართველოს რამდენიმე ასეული ჟურნალისტი და ტურ-ოპერატორი ეწვია. ამასთან, მომზადდა 1000-ზე მეტი სტატია და 200-ზე მეტი სიუჟეტი.
საქარველოს შესახებ სტატიებს ამზადებენ ისეთი მაღალრეიტინგული და გავლენიან გამოცემებში, როგორიცაა Conde Nast Traveller, Forbes, NewYork Times, The Telegraph, National Geographic, Liberation, Deutsche Welle, Vogue და ა.შ.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, გრძელდება პროექტი „გაიცანი საქართველო“.
და მაინც არ არის მარტივი შენი ქვეყანა დასათვალიერებლად შესთავაზო უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მაშინ როცა ამხელა დედამიწაზე ბევრი ეგზტიკური გარემოა…
ბევრი უხილავი სილამაზე და საიდუმლო არსებობს…
მაინც მთავარი პრობლემა ერთია, გქონდეს ფორმულა როგორ შეიძლება მოიყვანა ბევრი ტურისტი …
ისეთ ლამაზ , პატარა და ღარიბ ქვეყანაში როგორიც საქართველოა…
სწორედ ამ „ფორმულის “ შესაქმნელად უკვე მრავალი წელია ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაცია საქართველოს მაშტაბით ატარებს კონფერენციებს ტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ .
წელს კი „კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია – “ DMO – ” Visit Kakheti “- ინიციატივით 2019 წელს აღნიშნული კონფერენცია კახეთში გაიმართა. კახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების პერსპექტივების გამოსავლენად .
ჯამში მონაწილეობა მიიღეს 14 კონკურსნტმა , სხვა და სხვა ასაკის და პროფესიის ადამიანებმა წარმოადგინეს იდეები და პრეზენტაციები რა შეიძლება შევთავაზოთ, ტურისტს. როგორ შეიძლება მეტად მიმზიდველი და საინტერესო გავხადოთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილი …
მონაწილეებმა საინტერესო თემებით წარადგინეს, ახმეტის ეთნო სახლებზე , ცივ კოდას ტურისტულ პოტენციალზე, ახალი მუზეუმის შექმნის იდეაზე, მხარეთმცოდენობის მუზეუმის ფორმირებაზე ყვარელში, ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების სტრატეგიებზე, კახეთის კულტურულ სახელოსნოებზე, ღვინისა და ფესტივალების როლზე კახეთში და ა.შ
კონფერენციას ესწრებოდნენ საზოგადოების სხვა და სხვა წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები, სხვა და სხვა დარგის სპეციალისტები და ასევე გადაწყვეტილების მიმღები პირები ადგილობრივი ხელისუფლებიდან . კონფერენციამ ჯამში 120 ზე მეტ ადამიანს უმასპინძლა
მონაწილეებს შორის სამი გამარჯვებული გამოავლინა ჟიური
პირველ ადგილზე ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა ბაბუნიძე გავიდა, რომელმაც წარადგინა თემა : „Chatbot –კახეთში საოჯახო მარნების ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კონკურენტუნარიანობის გაზრდის და მონაცემთა მოპოვების ინოვაციური გზა“….
მეორე ადგილი დაიკავა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ სიმაშვილმა , რომელმაც ისაუბრა „ისტორია, როგორც ტურისტული რესურსი და ალტერნატიული ტურისტული ტურების პოტენციალი თელავში. “
ხოლო მესამე ადგილზე გავიდა შავიზღვის უნივერსიტეტის სტუდენტი რუსუდან ბერიაშვილი – „ღვინის ტურიზმის განვითარების აუცილებლობა ქვევრის ღვინოების ცნობადობის გასაზრდელად და მეტი ღვინის ტურისტის მოზიდვა მარკეტინგული სტრატეგიის გამოყენებით “.
ჟიურს წარმოადგენდნენ: DMO – ” Visit Kakheti “- წარმომადგენელი მალხაზ ჭრელაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას გიორგი ბრეგაძე, თელავის უნივერსიტეტიდან ნელი ცქიტიშვილი , კახა სუხიტაშვილი „მდგრადი განვითარების რეგიონული ცენტრი “ წარმოადგენდა, მაკა თარაშვილი „სერთიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი .“
” DMO – ” Visit Kakheti “- “- ხელმძღვანელის თინიკო ხანჯალიაშვილის შეფასებით:
“ამ კონფერენციით გვსურს კახეთში შევქმნათ საზოგადოებრივი პლატფორმა, რეგიონში მდგრადი ტურისტული პროდუქტების გამოსავლენად. ამასთან წავახალისოთ ახალგაზრდები, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები გახსნილად ისაუბრონ თავიანთ ხედვებზე, ჩვენს რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით .
მიხარია, რომ პირველმა მცდელობამ გაამართლა, მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლები, სტუდენტები, საკრებულოს წევრები, პროფესორები ყველა ერთად მსჯელობდა საკუთარ ხედვებზე კახეთში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე
იმედია, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ადამიანი და განსაკუთრებით კი ახალგაზრდები დაინტერესდებიან კონფერენციაში მონაწილებით. “
პ.ს. და ბოლოს ყველას შეუძლია მონოტონური და ერთფეროვანი ცხოვრება ამაღელვებელი და თავგადასავლებით სავსე გახადოს. წელიწადში ერთხელ უნდა წახვიდე ისეთ ადგილას, სადაც არასოდეს ყოფილხარ. ოცი წლის შემდეგ იმის გამო უფრო იქნები იმედგაცრუებული, რაც არ გააკეთე და არა იმით – რაც გააკეთე. მოგზაურობის უპირატესობა ისაა, რომ წარმოსახვა და რეალობა ერთმანეთს უპირისპირდება. იმის ნაცვლად, რომ წარმოიდგინო, რა ხდება, შენ სინამდვილეში ხედავ მას . ჩვენ ვმოგზაურობთ- ზოგი მუდმივად, ახალი ადგილების აღმოსაჩენად, ზოგი ცხოვრების შესაცვლელად, ზოგი სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად. და მაინც ყველაზე დიდებული მომენტი ადამიანის ცხოვრებაში ახალ მიწაზე ფეხის დადგმაა … შეიძლება ახალმა მიწამ საუკუნეების უკან დროშიც გამოგზაუროს… ამიტომ ჩამოდით თელავში ერთხელ მიდით გიგოს გორაზე, სამი წუთით გაჩერდით და მიხვდებით რომ ის მიწა სუთქავს , სუნთქავს მე 20 საუკუნის 30 იან წლებში ცოცხლად დამარხული ადამიანების ფილტვებით…
ჩამოდით კახეთში და რომელიმე მოხუც მარანს ესტუმრეთ … აი სადაც სიმჟავისა და ბადაგის მათრობელა სუნი თავს დაგახვევთ…
სადაც მარანში პურს ისეთივე სუნი აქვს როგორიც ახლად მომკილ ხორბალს…
მოდით და თქვენი ხელით ამოიღეთ დედო ჭურიდან ქვევრის ღვინო, ფიალაში კი ჩახედვისას ნახავთ რომ თქვენც ისეთივე ფრანგი მოგზაური ხართ როგორიც საუკუნეების წინ ჟან შარდენი იყო .
მაკა მოსიაშვილი