საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. 2022 წელს ქვეყნიდან 139.688 მლნ დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა. ზრდა წლიურ ჭრილში 28%-ია.
მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია, ამ ქვეყანაზე ჯამური ექსპორტის 90% მოდის. თურქეთისთვის 126.2 მლნ დოლარის პროდუქციის მიწოდება მოხდა. აღსანიშნავია, რომ სამკერვალო ინდუსტრიაში სწორედ თურქული ინვესტიციები ჭარბობს. თურქი პარტნიორების გავლით ხდება მსხვილი შეკვეთების მიღება. ნაწარმიც ისევ თურქეთის გავლით ხვდება სხვადასხვა ბაზარზე.
ტანსაცმლის ექსპორტი 2022 წელს
• მაისურები და თბილი ტრიკოტაჟის ნაწარმი – 75.2 მლნ დოლარი;
• კოსტიუმები, ტრიკოტაჟის კომპლექტები – 44.10 მლნ დოლარი;
• სვიტერები, პულოვერები – 5.6 მლნ დოლარი;
• საბავშვო ტანსაცმელი – 4.78 მლნ დოლარი;
• ქალის კოსტიუმები, კომპლექტები – 3.62 მლნ დოლარი;
• კოლგოტები, წინდები – 2.06 მლნ დოლარი;
• პალტოები, ლაბადები – 1.6 მლნ დოლარი;
„საქსტატის“ მონაცემებით, ტანსაცმლის ექსპორტი ზრდის ტენდენციას აჩვენებს. მაგალითად, 2018 წელთან შედარებით ექსპორტი 2.3-ჯერ არის გაზრდილი.
ტანსაცმლის ექსპორტი წლების მიხედვით:
• 2022 წელი – 139.68 მლნ დოლარი
• 2021 წელი – 109.06 მლნ დოლარი
• 2020 წელი – 66.58 მლნ დოლარი
• 2019 წელი – 65.31 მლნ დოლარი
• 2018 წელი – 58.8 მლნ დოლარი