გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით
“გაცნობებთ, რომ პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, მიღებულია საგაზაფხულო არდადეგების გახანგრძლივების გადაწყვეტილება.
? საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება 2 მარტს და 16 მარტამდე გაგრძელდება.
ამ ხნის განმავლობაში, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამინისტროდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.