Home რჩევები სტრესის შემცირების 5 გზა

სტრესის შემცირების 5 გზა

ადამიანისთვის ბევრი რამ შესაძლოა სტრესული აღმოჩნდეს, მაგალითად, სამსახურის დაძაბული რეჟიმი, გადაღლა, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება.

გრძელვადიანი, ქრონიკული სტრესი კი მნიშვნელოვნად აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას, აუარესებს ცხოვრების ხარისხს. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ქრონიკული სტრესი და შევამციროთ მისი ხარისხი, საჭიროა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა. მათ შორის:

მუშაობის პროცესში შეძლებისდაგვარად შესვენება და რელაქსი – განსაკუთრებით ოფისში, დახურულ სივრცეში მუშაობის დროს საჭიროა შესვენებით სარგებლობა და ხშირად გასვლა სუფთა ჰაერზე;

ფიზიკური აქტივობა – აუცლებელია მათთვის ვინც დღის დიდ ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებს. ფიზიკური აქტივობა შესაძლოა იყოს ფეხით სიარული ან სხვადასხვა ტიპის ვარჯიშის შესრულება;

სუნთქვითი ვარჯიშები – ამ ტიპის ვარჯიშებს პოზიტიური გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ასტიმულირებს ტვინს, ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით;

პოზიტიური ენერგიით დატვირთვა – შეგიძლიათ უყუროთ სახალისო ფილმს ან ვიდეოს, რომელიც კარგდ განწყობას შეგიქმნით. პოზიტიური ენერგია კი აუმჯობესებს გულის ფუნქციონირებას;

ძილის რეჟიმის მოწესრიგება – სრულფასოვანი ძილი ზრდის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას სხვადასხვა სტრესული ფაქტორის მიმართ, ეხმარება ორგანიზმს მათთან გამკლავებაში