სტიქია იყო სიღნაღის მუნიციპალიტეტში. სეტყვამ სოფელი ჯუგაანში და ძველ ანაგაში საკარმიდამო ნაკვეთები და ხორბლის ყანების ნაწილი დააზიანა. სიღნაღის მერიაში ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ დროის მონაცემებით, სტიქიას მრავალწლიან ნარგავებისთვის ზიანი არ მიუყენებია. მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები სტიქიისგან დაზარალებულ სოფლებში ვითარებას უკვე სწავლობენ.