სეტყვა იყო ახმეტის მუნიციპალიტეტში. რამდენიმე წუთიანმა სეტყვამ დაახლოებით 5 სოფლის სასოფლო – სამეურნეო სავარგულები დააზიანა.
ადგილობრივების თქმით, განსაკუთრებული ზიანი ვენახებს მიადგა, თუმცა რა პროცენტით განადგურდა მოსავალი ჯერ უცნობია.
სტიქიის ზონაში უკვე მუშაობენ ადგილობრივი მერიის შესაბამისი სამსახურები და ვითარებას სწავლობენ.