Home რეგიონი ყვარელი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო ხასიათის ტრენინგი

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო ხასიათის ტრენინგი

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო ხასიათის ტრენინგი – საზოგადოებრივი ჩართულობა (IPPA) საქართველოს ტყის მართვის გეგმების შემუშავებასა და მართვაში.

ტრენინგზე განხილული იქნა საზოგადოების გაუმჯობესებული მონაწილეობითი მიდგომა (IPPA) ტყის მართვის გეგმის შემუშავებაში, ადგილობრივი მრჩეველთა საბჭოების (LAC) კონცეფცია და როლი.

საველე გასვლის ფარგლებში, მონაწილეები სოფელ ახალსოფელში მდებარე „საქმიან ეზოს“ ესტუმრნენ და გაეცნენ მისი მუშაობის სპეციფიკას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები, ტყის მართვის ადგილობრივი სათათბიროს (LAC) წევრები, სატყეო სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენლები და მოსახლეობა.