სროლა იყო გურჯაანის საავადმყოფს მიმართულებით. შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაციას ადასტურებენ კლინიკის თანამშრომლები, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთ- ერთი პაციენტის , მალხაზ ბადუაშვილის ოთახს ესროლეს, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა.
სროლამდე ერთი დღით ადრე ბადუაშვილს თანასოფლელებთან კონფლიქტი მოუვიდა და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდა.
ბადუაშვილი წარსულში მკვლელობის მუხლით არის ნასამართლევი და მან პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა.
ამ ცნობას კატეგორიულად უარყოფს დაშავებულის დედა.
საქმეზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.