Home რჩევები სპეციალისტები ორსულებს სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდებენ

სპეციალისტები ორსულებს სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდებენ

პანდემიის აქტიური ფაზის გადავლის შემდეგ სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, თავი არ შეიკავონ სკრინინგისგან და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა გააკონტროლონ საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობის რისკები. ეს მოწოდება ეხება ორსულებსაც, რომელთა ნაყოფის ადრეული სკრინინგი არაერთი რთული დაავადების აღმოჩენის და დაბადებამდე მკურნალობის შესაძლებლობასაც კი იძლევა.

ნეონატოლოგ შორენა ჭანკვეტაძის თქმით, ორსულობის დადასტურება ხდება მე-7 კვირიდან, შემდეგ კი აუცილებელია ექოსკოპიური კვლევა, რომლის ფარგლებშიც ხდება ნაყოფის პირველადი პრობლემების აღმოჩენა.

„მაგალითად არის ტესტები, რომლებიც ავლენს გენეტიკურ დაავადებებს. თუ აღმოჩნდება რამე საეჭვო პირველადი ტესტების შედეგად, შემდეგ კი ხდება ღრმა კვლევები. პირველი ექოსკოპიური კვლევა ტარდება მე-12 კვირაზე, შემდეგ კი მე-17-მე-18. კერძოდ, ამ პერიოდში ტარდება სამმაგი ტესტი დაუნის სინდრომზე, ასევე შესაძლებელია სანაყოფე სითხის შეფასება და ზუსტი დიაგნოზის დასმა,“- აღნიშნავს ჭანკვეტაძე.

მისი თქმით, მუცლადყოფნის პერიოდში სკრინინგს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ ეტაპზე ძალიან ბევრი დაავადების აღმოჩენაა შესაძლებელი. მისი განმარტებით, ეფექტიანია ბავშვის დეენემის გამოკვლევა, რომელიც დედის ორგანიზმში ცირკულირებს და რომელიც შეიცავს ინფორმაციას შესაძლო რისკების შესახებ. მაგალითად, ამ კვლევას მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მის მშობლებს ან წიპაპრებს არაიმე გენეტიკური დაავადება აღენიშნებოდათ. მათ შორის სპეციალისტი გამოყოფს ცისტურ ფიბროზს, რომელიც მთლიანად ცვლის ადამიანისა და მისი ახლობლების ცხოვრებას. ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში კი შესაძლებელია ამ პრობლემის თავიდან აცილება, წინააღმდეგ შემთხვევაში იწყება შეუქცევადი პროცესები.

„ძალიან ბევრი დაავადების სკრინინგული ტესტით აღმოჩენა შეიძება იმ ნაყოფშიც კი, რომელიც ძალიან ჯანმრთელად და კარგად გამოიყურება,“- აცხადებს  შორენა ჭანკვეტაძიე