სოფ.ქორეთში გზის მოასფალტება მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვანო ნასყიდაშვილმა ადგილზე მოინახულა.
პროექტის ფარგლებში 2200 გრძ. მეტრზე მოეწყობა ორ ფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი ეზოებში შესასვლელებით და სანიავღვრე არხების გათვალისწინებით.
სამუშაოებს შპს ,,ენერჯი გრუპი“ ასრულებს, რომლის ღირებულება შეადგენს 835.000 ლარს.