მოასფალტების სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა მოადგილე ვანო ნასყიდაშვილთან ერთად მოინახულა.
პროექტის ფარგლებში 754 მეტრზე მოეწყობა ორ ფენიანი ასფალტო-ბეტონოს საფარი ეზოებში შესასვლელების გათვალისწინებით.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,გზამშენი 2005“ ასრულებს, რომლის ღირებულება შეადგენს 585 800 ლარს.