Home რეგიონი ლაგოდეხი სოფლის საერთო კრება, ფონის და კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა

სოფლის საერთო კრება, ფონის და კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა

დღეს, სოფლის საერთო კრება, ფონის და კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

ფონის თემში, სოფელ ზემო/ქვემო ფონის, ზემო/ქვემო ხეჩილისა და დონის მაცხოვრებლების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოფლის პროგრამით გამოყოფილი 50000 ლარი, სათავე ნაგებობის და სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის დაიხარჯება.

ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ოთხი სოფლის – კაბალის, განჯალის, ყარაჯალისა და უზუნთალის მოქალაქეების გადაწყვეტილებით, სოფელ განჯალაში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება.

კაბალის თემში განსახორციელებელი პროექტებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 80000 ლარია გამოყოფილი.

საკონსულტაციო შეხვედრებს ლაგოდეხის მერთან, ჯონდო მდივნიშვილთან ერთად, მერის პირველ მოადგილე და მერიის სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ