დღეს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრება, ვარდისუბნის თემში შემავალ, ოთხ სოფელში გაიმართა.
საკონსულტაციო შეხვედრებზე, შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა: სოფელ ვარდისუბნის და სვიდების მაცხოვრებლების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სასაფლაოს ტერიტორია მოწესრიგდება, სოფელ მშვიდობიანში არსებული სტადიონი შემოიღობება, ხოლო სოფელ საქობოში, სასაფლაოს ღობის რეაბილიტაცია განხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მერის, ინფორმაციით, წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ვარდისუბნის თემის სოფლებისათვის, 64 000 ლარია გამოყოფილი.
მოსახლეობასთან შეხვედრებს, მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურიასთან და ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.