Home ბლოგი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა

დღეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა, ალმატის, შაქრიანისა და გრძელიჭალის მოსახლეობასთან.

შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები გამოიკვეთა:

ალმატი – სანიაღვრე არხების მოწყობა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

შაქრიანი – სანიაღვრე არხების მოწყობა და სავარგულებთან მისასვლელი გზის მოხრეშვა. გრძელიჭალა – სოფელთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ასისტიშვილი, მერის პირველი მოადგილე ვალერი გოქსაძე, მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.