Home დღის ამბები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გურჯაანის სოფელ მელაანში რადენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გურჯაანის სოფელ მელაანში რადენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ოთხ შიდა საუბნო გზაზე გარეგანათება დამონტაჟდა.

ასევე პროგრამის ფარგლებში, საბავშო ბაღის ტერიტორიაზე გაკეთდა ეზოს სათამაშოები, პარკის ტერიტორიაზე კი მცირე სკვერი მოეწყობა, სადაც ყვავილები დაირგვება.

გურჯაანის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მელაანში 20 000 ლარი დაიხარჯება.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, სოფელში გამართულ საერთო კრებაზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია”, – განმარტავენ მერიაში.