Home რეგიონი ახმეტა სოფლის მხარდამჭერთა პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

სოფლის მხარდამჭერთა პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

დღეს ომალოში, დუმასტურში, ქვემო და შუა ხალაწანში მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გამართეს.

სოფლის მხარდამჭერი პროგრამა მიზნად ისახავს მოქალაქეების გააქტიურებას და მათ მიერ საკუთარი ბიუჯეტის გამჭვირვალობის პრინციპით განკარგვას. აღნიშნული ინიციატივა საშუალებას აძლევს მოსახლეობას, აირჩიონ და განიხილონ მათთვის მნიშვნელოვანი პროექტები, განსაზღვრონ პრიორიტეტები და შეთანხმდნენ ერთობლივ მოქმედებებზე.

შერჩეული ინიციატივები:სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია,ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია და სასმელი სისტემის რეაბილიტაცია

ხვალ 19 თებერვალს სოფლის საერთო კრებები მატანში, ხევისჭალასა და ხადორში გაიმართება.