სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ახალი სასათბურე მეურნეობა შეიქმნა
ფერმერმა ილია ნახუცრიშვილმა 500 კვ/მ სასათბურე მეურნეობა სახელმწიფო პროგრამის „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ფარგლებში მოაწყო, სადაც სალათის ფოთოლი მოყავს. სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერს პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის, 50,000 ლარის საპროცენტო განაკვეთს 24 თვის განმავლობაში სრულად უფინანსებს. პროგრამის პირობების თანახმად, ფერმერი სოფლის განვითარების სააგენტოსგან დამატებით 13,500 ლარის ოდენობით დაფინანსებასაც მიიღებს.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ, კახეთის მხარის რწმუნებულის პირველ მოადგილე პლატონ კალმახელიძესთან ერთად, ილია ნახუცრიშვილის ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.
გიორგი დარჩიას განცხადებით, ფერმერებისათვის პროგრამა „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა, მიიღონ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა და შექმნან სასათბურე მეურნეობები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბოსტნეული კულტურების წარმოების ზრდას.