ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორში “ხადორობა 2024”- ის ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა,
ასევე მოეწყო თექის და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.
ღონისძიების დაწყებამდე აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა პარაკლისი აღავლინა ხადორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში.
ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.
ცნობისთვის, სოფელი ხადორი, პანკისის ბოლო სოფელია, რომელიც ხეობის სიღრმეში მდებარეობს. სოფელი ხადორი საკობიანოს ადმინისტრაციულ ერთეულს ეკუთვნის.
2021 წლამდე ხადორს სოფელის სტატუსი არ ჰქონდა. 2021 წლის 29 ივლისს, სოფელს სტატუსი მიენიჭა. მას შემდეგ ყოველი წლის 29 ივლისს “ხადორობის” აღნიშვნა ტრადიციად ჩამოყალიბდა.