გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და მერის პირველი მოადგილე ლერი გელენავა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მაღალმთიან სოფელ ჭერემში მცხოვრებ ადგილობრივებს ეწვივნენ და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისგან, ჭერემში მუდმივად მცხოვრებ 7 ოჯახს საახალწლო ამანათები გადასცეს.