სოფელ ჩუმლაყში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება მე-14, 25-ე და 28-ე ქუჩებს, ჯამში, მოეწყობა 1260 მეტრამდე სიგრძის გზა და სანიაღვრე არხი.
საგზაო სამუშაოებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, შპს ” გზების და მშენებლობის ჯგუფი” ასრულებს. პროექტზე 833 000 ლარი დაიხარჯება.