Home დღის ამბები სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსზე მოსახლეობის გაფართოებული პირველადი ტექსტირება დაიწყო

სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსზე მოსახლეობის გაფართოებული პირველადი ტექსტირება დაიწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსზე მოსახლეობის გაფართოებული პირველადი ტექსტირება დაიწყო. ამის შესახებ გადაწყვეტილება სპეციალისტებმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მას შემდეგ მიიღეს, რაც მოქალაქეს ამავე სოფელში ჩასვლის შემდეგ COVID-19 დაუდასტურდა. ცნობილია, რომ სამაცივრე მეურნეობაში, სადაც დაინფიცირებულ კაცს ობიექტი დაქირავებული ჰქონდა 300-ზე მეტ დასაქმებულს ტესტირება უკვე ჩაუტარდა. სპეციალისტების თქმით, აღებული ნიმუშების პასუხი ცნობილი ხვალ გახდება. სომხეთიდან ჩამოსულ კაცს, რომელიც ჩუმლაყში ატმის შესაძენად იყო ჩასული კორონავირუსი გუშინ დაუდასტურა. დაინციფირებული ამ ეტაპზე ბოჭოროშვილის კლინიკაში იმყოფება. მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.