სოფელ შაშიანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ასფალტის ახალი საფარი დაიგო მე-2 და მე-4 , მე – 7 და მე -12 ქუჩებზე, ასევე მოეწყო მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები.
სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, პირველ მოადგილესთან, კონსტანტინე ბერიძიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ჯამში 800 000 ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს “ვეკო 2017 ” შეასრულა.