Home დღის ამბები სოფელ ყარაჯალაში ინფიცირებული 10 თვის ბავშვის ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს კორონავირუსი...

სოფელ ყარაჯალაში ინფიცირებული 10 თვის ბავშვის ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

სოფელ ყარაჯალაში ინფიცირებული 10 თვის ბავშვის ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები უკვე ცნობილია. ამ ვითარების გათვალისწინებით ეპიდემიოლოგები გეგმავენ, რომ ჩვილს ნიმუში დამატებით აუღონ, რომლის პასუხი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი 15 ივლისს დაუდასტურდა. მცირეწლოვანი თელავში, ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ამიტომ ექიმებმა ვირუსზე ტესტი ჩაუტარეს, რამაც დადებითი შედეგი აჩვენა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 010 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 885 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.