Home დღის ამბები სოფელ ქეშალოში, ქორწილში 29 წლის ახალგაზრდა მოკლეს

სოფელ ქეშალოში, ქორწილში 29 წლის ახალგაზრდა მოკლეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 29 წლის მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით ქორწილში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფულთან დაკავშირებით დაიწყო, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, მკვლელობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.