ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. ადგილზე თელავის და ყვარლის სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები არიან მობილიზებული.
მოხსნილია დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავერცელების საფრთხეც. ამ წუთებში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძრის შედეგად დაიწვა ყოფილი გეოფიზიკის ინსტიტუტის ალაზნის სეტყვის საწინააღმდეგო ბაზის სამსართულიანი შენობა და მიმდებარე ტერიტორიაზე არბული რამდენიმე შენობა-ნაგებობა.
ცეცხლი თავდაპირველად ხმელ.ბალახს და ჯაგნარს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის შენობებზეც გავრცელდა. ღია ცეცხლიდან რამდენიმე მეტრში ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები მდებარეობს. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სახლებზე ცეცხლის გადადების პრევენციული ზომები გაატარეს, რომელშიც მოსახლეობაც იყო ჩართული.
ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.