ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლელიანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში სკვერის მოწყობა დაიწყება.
პროექტით გათვალისწინებულია მოსასვენებელი და გასართობი ზონების მოწყობა. სკვერის ბეტონის არსებულ ღობეზე დეკორატიული გალავანი. სკვერის ეზოში დაიგება დეკორატიული ფილები. მოხდება დაზიანებული მონუმენტის დიაფრაგმის დემონტაჟი და მემორიალური დაფების მეორე მონუმენტზე გადმოტანა.
ასევე ჩატარდება შინ მოუსვლელთა მონუმენტის შეკეთება რესტავრაცია. გზის მოპირდაპირე მხარეს არსებული მაგისტრალური მილიდან წყლის გადმოყვანა ფანტანისთვის.
მოსასვენებელ ზონაში მოეწყოს 11 ცალი ზურგიანი სკამი.
გასართობ ზონაში მოიაზრება საბავშვო სივრცის მოწყობა. დამონტაჟება სასრიალო კოშკი 2ცალი, საქანელა 2ცალი , აიწონა-დაიწონა 2ცალი , ფიგურები ზამბარაზე 3ცალი. მოეწყობა დეკორატიული ლამპიონები.