Home რეგიონი თელავი სოფელ კურდღელაურში სკვერი მოეწყობა

სოფელ კურდღელაურში სკვერი მოეწყობა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ კურდღელაურში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და განთავსდება საბავშვო ატრაქციონები.  პროექტის ბიუჯეტი 39 650 ლარს შეადგენს. სამუშაოებს კომპანია „,არტ ფლორი “ აწარმოებს.