თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში იქ , სადაც 15 ივლისის სტიქიამ საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტესნიური რეჟიმით დაიწყო. სოფელში უკვე მობილიზებულია 5 ბრიგადა, რომლებიც დაზიანებული სახურავების სადემონტაჟო სამუშაოებს ახორციელებენ. ამის პარალელურად ადგილზე ხე-მასალისა და სხვა საშენი მასალებით მომარაგება ხდება. ბოლო ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა და სეტყვა 200-ზე მეტი სახლის სახურავი დააზიანა. მომხდარიდან მეორე დღესვე სტიქიის ზონაში ჩავიდა სპეციალური კომისია, რომელმაც სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღრიცხვა დაიწყო.