თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, მერსედესის მარკის მსუბუქს ავტომობილს, რომელიც გურჯაანის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუჩნდა.
ავტომობილის მძღოლმა აალებული ავტომანქანიდან გადასვლა მოასწრო.
მისი ინფორმაციით, მანქანა ტექნიკურად გამართული იყო და ის მოულოდნელად აალდა.
ხანძრის შედეგად, მერსედესის მარკის ავტომანქანა მთლიანად დაიწვა.
ადგილზე სახანძრო- სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია მუშაობდა.
ავტომობილში ხანძრის გაჩენის მიზეზს, გამოძიება დაადგენს.