კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი სოფელ კაჭრეთში გზის რეაბილიტაციას ადგილზე გაეცნენ.
პროექტის მიხედვით სოფელ კაჭრეთის შესასვლელში 1 კმ – მდე გზის მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი და ეწყობა შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 627 848 ლარით ფინანსდება.
ამ დროისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით 10 პროექტი ხორციელდება.