გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ცნობილი პოეტის, მერი ბიწაძის წიგნის „ჯვარცმული ლექსი“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, გიორგი ლალიაშვილის ხელშეწყობით, გამოიცა.
პრეზენტაცია პოეტის მშობლიურ სოფელ კარდენახში გაიმართა. შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა მერი ბიწაძე, რომელმაც მძიმე სენის მიუხედავად, სიცოცხლის ბოლომდე წერდა ლექსებს.
პრეზენტაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი დაესწრო.