თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძარის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. ვითარებას ძლიერი ქარი აფერხებს, რის გამოც ხანძარსაწინაარმდეგო პროცესი მეორე დღეა 24-საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს.
როგორც MaK.GE-ის თელავის მერის წარმომადგენელმა გიორგი ქიბიშაურმა უთხრა, ცეცხლი, რომელიც ტყის მასივზე გავრცელდა რთული რელიეფია, ამიტომ სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა ასვლას ვერ ახერხებს და ადგილზე მეხანძრე-მაშველები ტერიტორიას მხოლოდ ცეცლმაქრებით ამუშავებენ.
სოფელ თეთრწყლებში ხანძარი გუშინ დილით გაჩნდა. ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე გავრცელდა, მოგვიანებით კი გამხმარ ხეებს მოედო.