Home რეგიონი გურჯაანი სოფელ ვაჩნაძიანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

სოფელ ვაჩნაძიანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაში “ჩემი სამშობლო აქ არის” მონაწილეობა მიიღეს ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგმა მარიამ პარწიკანაშვილმა .

კლასიკური მუსიკის კონცერტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და მერის პირველი მოადგილე ლერი გელენავა დაესწრნენ.