გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ტყვიით დაშავებული 9 წლის ბიჭი, თვენახევრის შემდეგ გარდაიცვალა. გიორგი მარტიაშვილს გამჭოლი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა. მოზარდს კისტის თოფიდან შემთხვევით გასროლილი ტყვია მოხვდა.
ოჯახის წევრების ცნობით, მკურნალობის პროცესში სხვა ქვეყნიდან მოწვეული ექიმებიც იყვნენ ჩართული, თუმცა მდგომარეობის განსაკუთრებული სიმძიმის გამო, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 9 ოქტომბერს მოხდა. ეზოში გამოსული ბავშვები თოფით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს ტყვია გაუვარდა და ის 9 წლის ბიჭს სახეში მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს თოფი დაბადების დღეზე ოჯახის წევრმა აჩუქა. მან კი მოიპარა და იარაღით თამაში გადაწყვიტა.