გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, გაერთიანმებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოების დროს მოხდა ვანდალური ფაქტი. კერძოდ, უცნობმა პირმა თვითნებურად დააზიანა აღრიცხვის კვანძი. მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე განმეორდა, რის საფუძველზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოსახლეობას მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ სამართალდამცავ ორგანოებს. ვანდალიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და ჩამდენი პირი დაისჯება კანონის შესაბამისად.