Home რეგიონი გურჯაანი სოფელ გურჯაანში საგზაო სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ გურჯაანში საგზაო სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ გურჯაანში, მთავარანგელოზის ეკლესიისკენ მიმავალი გზა სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაიწმინდა. გზაზე უხვი ნალექის შედეგად ქვა-ღორღი იყო ჩამოტანილი. ასევე, გაიწმინდა კიდევ ერთი შიდა საუბნო გზის სანიაღვრე არხი.

სამუშაოები ა(ა)იპ გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურმა და მუნიციპალურმა სერვისმა შეასრულა.