Home დღის ამბები სოფელ ბაღდადში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ბაღდადში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღდადში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

სააღმზრდელო დაწესებულება 50 აღსაზრდელზეა გათვლილი, ბაღის შენობასთან ერთად, მოპირკეთდება ეზო და დამონტაჟდება გასართობი ატრაქციონები.

ცნობისთვის, პროექტი, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1 147 942.94 ლარს შეადგენს.