სოფელ ახატელში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ეწყობა სანიაღვრე არხი, რის შემდეგაც დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტის დასაგებად. ასფალტის ახალი საფარი დაიგება 650 გრძ.მ მონაკვეთზე.
პროექტის ბიუჯეტია 448 994 ლარი. შემსრულებელი კომპანია: შპს „ბილტომორი“.