სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ხევში გაწმენდითი სამუშაოების დროს ერთი მუშა დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
MAK.GE-ის ინფორმაციით, კაცს სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად ხერხემალი დაუზიანდა, აქვს სხეულის მრავლობითი მოტეხილობა. დაშავებული ჯერ წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი რეანომობილით თბილისში.
ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.